вторник, 3 марта 2015 г.

სასწავლო პროექტი


სასწავლო თემის ავტორი
მაყვალა ხუბუკელაშვილი

ცაგერის რაიონი

ცაგერის საჯარო სკოლა

ქალაქი; ცაგერი

თემის დასახელება

ჰორმონების ჯანყი
თემის შინაარსი
მოსწავლეები ირჩევენ თემას,გადაინაწილებენ ფუნქციებს,მოიპოვებენ და ორგანიზებას გაუკეთებენ ინფორმაციას,მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას,ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს,წარმოადგენენ პრეზენტაციას.
საგანი
ბიოლოგია
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური- მერვე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
  ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ბიოლ.VIII.7.მოსწავლეს  შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის   შენარჩუნების (ჰომეოსტაზის)  მნიშვნელობაზე.
  1.  
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  1. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარი
  2. ანალიზის უნარი
  3.  სინთეზის უნარი
  4. შეფასების უნარი
  5. პრობლემის გადაჭრის უნარი
  6.  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
შეთანხმებული მუშაობა ადამიანთა ჯგუფებში იქნება თუ არა წარმატებული?
თემატური კითხვები.
რომელი სისტემები არეგულირებს ორგანოტა სისტემების შეთანხმებულ მოქმედებას? დაკვირვებიხართ თუ არა საკუთარ თავზე რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემების ცვლილებას?
შინაარსობრივი კითხვები
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის _  თიროქსინის სიჭარბემ რა  შეიძლება გამოწივიოს ადამიანში? რატომ არ უხორცდებათ ჭრილობები დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს? რა დაავადებას იწვევს სომატოტროპინის სიჭარბე ზრდასრულ ასაკში?


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




პროექტის შეფასების კრიტერიუმების შექმნა.გონებრივი იერიში, პრიორიტეტების დადგენა
წინარეცოდნა,
თვითშეფასების რუბრიკების შექმნა და წარმოება, თანატოლთა შეფასებაში მონაწილეობა, ჩანაწერების გაკეთება, დროული რეფლექსიის გაკეთება..ჯიგსოუს ტექნიკა,დებატი
ინფორმაციის მოძიება
პორტფოლიოების შექმნა.გასეირნება გალერეაში, პრეზენტაცია
ინფორმაციის ორგანიზება და პრეზენტაცია




.




შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი: თვითშეფასების რუბრიკების წარმოება, რუბრიკების შექმნა, პროექტის შეფასების კრიტერიუმების ცოდნა, მონაწილეობა თანატოლთა შეფასებაში, დროულ;ი რეფლექსიის გაკეთება,ჩანაწერების გაკეთება.



სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

ინფორმაციის მოზიებისა და ორგანიზების უნარი, მოსმენის უნარი

სასწავლო პროცედურები



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე  განვსაზღვრავ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და  შესაბამის პროცედურებს. პროექტზე მუშაობისათვის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, კერძოდ, განვითარებული უნდა ჰქონდეთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ორგანიზაციის, ტრანსფერის, პასუხისმგებლობის, თვითშეფასების, პრეზენტაციის კომპეტენციები. მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ პროექტის მოლოდინები, სასწავლო მიზნები და პროექტის შეფასების კრიტერიუმები, რადგან შეძლონ მისაღწევი შედეგების გაანალიზება.
      თავდაპირველად მოსწავლეები ირჩევენ თემას. დავსვამ ზოგად კითხვებს. მოსწავლეები გამოთქვამენ აზრებს . საკითხის ირგვლივ მოხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, გამოვიყენებ სტრატეგიას ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე’.
მოსწავლეებთან ერთად იგეგმება თუ როდის ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რა დრო დასჭირდება, რა რესურსებს გამოვიყენებთ, მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში. პროექტის მონაწილეები ერთობლივად გადაინაწილებენ ფუნქციებს, რის შემდეგაც  იწყებენ ინფორმაციის მოპოვებასა და ორგანიზებას. პროექტზე მუშაობა ძალიან სწრაფად გამოუმუშავებს მოსწავლეებს კვლევით, შემოქმედებით ,სოციალურ და სხვა უნარებს. ამის შემდეგ მოსწავლეები ახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას, ეძებენ პრობლემის  გადაჭრის გზებს, წარმოადგენენ პრეზენტაციას.
      უკუკავშირის მისაღებად, რჩევების შესათავაზებლად  დროდადრო ვაწყობ შეხვედრებს, ვაძლევ დამათებით ინსტრუქციებს და ვპასუხობ შეკითხვებზე.
      პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები ქმნიან რუბრიკებს და შეფასების სხვა ფორმებს.
      პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პედაგოგები აფასებენ პროექტს გამოყენებული ყველა უნარის გათვალისწინებით, მოსწავლეებს აძლევენ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მომავალი პროექტების უფრო წარმატებულ განხორციელებას.